ნათლისმცემელი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
ეკლესია-მონასტრები საქართველოში
Thursday, 2 June 2011
გერგეტის სამების ეკლესია
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები დაგუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
სამება
სამება - არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.
- მამა - ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად.
- ძე - ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად.
- სულიწმინდა - ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად.
მათი (მამის, ძის და სულიწმინდის) განცალკევებით, ღმერთად მოაზრება არ შეიძლება. სამება განუყოფელია და ერთარსია. ერთ-ერთი წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს „ისინი(წმ. სამების ღვთაებრივი პირები) იმდენად ერთნი არიან ბუნებით, რამდენადაც განსხვავდებიან პიროვნულად.“
- მამა - უშობელია, დაუსაბამოა.
- ძე - მამისაგან შობილია (არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა.
- სულიწმინდა - მამისაგან გამოვალს - დაუსაბამოა.
სამება – ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ )და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ტერმინი „სამება“ ახალ აღთქმაში არ გვხვდება. იგი ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილე, ტერტულიანე), მოძღვრება სამების შესახებ განვითარდა III საუკუნეში (ორიგენე). კონცეფციამ ღვთაების „სამგვამოვნების“ შესახებ ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია (ე. წ. ტრინტარული პაექრობანი). სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო (325) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო (381) კრებებზე. (ლიტ. ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 8, გვ. 711, თბ., 1984)
ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანიმთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქტისტიანობის მიღების პირველივე წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის დიდი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965წლებში (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი).

ნეკრესი
ძველი შუამთა
ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი); VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
სვეტიცხოველი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოვლში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემაღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
Subscribe to:
Posts (Atom)